50 კითხვა და 50 პასუხი – ყველაფერი ლაკონიურად კორონავირუსის შესახებ
მთელ მსოფლიოში ბოლო დროის მთავარი განსახილველი თემა ახალი კორონავირუსია. ის ჯერ ჩინეთის ქალაქ უჰანში, მოგვიანებით კი, სხვა ქალაქებსა და ქვეყნებშიც გამოვლინდა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა. რა უნდა ვიცოდეთ ახალი ვირუსის შესახებ? გთავაზობთ პასუხებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.
რა არის კორონავირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება?
ხელების დაბანა, ხელების დაბანა და ხელების დაბანა!
რამდენად საშიშია ვირუსი?
ის MERS და SARS-ზე ნაკლებად, თუმცა გრიპზე უფრო საშიშია. კორონავირუსის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3%-ს უდრის.
რამდენ ხანს გრძელდება საინკუბაციო პერიოდი?
14 დღე.
ადამიანის დაინფიცირების დღიდანვე გადამდებია?
დიახ.
როგორ ხდება დაინფიცირება?
დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ან დაბინძურებული ზედაპირიდან.
ფიზიკური კონტაქტით დაინფიცირება შესაძლებელია?
დიახ.
კოცნის ან სექსის დროს?
დიახ, ორივე შემთხვევაში.
რამდენ ხანს ცოცხლობს ვირუსი ზედაპირებზე?
ზედაპირზე ვირუსი შეიძლება 24 საათის განმავლობაში დარჩეს.
კარის სახელურებს უნდა მოვერიდოთ?
ხშირად რთულია, მაგრამ სადაც შესაძლებელია, კარი გავაღოთ იდაყვით.
ხელის ჩამორთმევას?
უმჯობესია, რომ თავი შევიკავოთ, თუ ეს ძალიან არაეთიკური არ იქნება. სხვა შემთხვევაში, მაშინვე დაიბანეთ ხელები.
საჭიროა ხელთათმანის ტარება?
ამჟამად, არა.
შეუძლია თუ არა ნიღაბს ვირუსისგან დაცვა?
არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ცალსახაა, რომ ნიღაბს სხვა ადამიანების ინფიცირებისგან დაცვა შეუძლია.
სად ვიშოვი ასეთ ნიღბებს?
ამჟამად ეს ძნელია. აფთიაქებს, სამშენებლო მაღაზიებს და სპეციალიზებულ მაღაზიებს ამ მომენტში აქვთ შეზღუდული მომარაგება.
ეფექტურია თუ არა სადეზინფექციო საშუალებები?
დიახ, სადეზინფექციო საშუალებებს ზედაპირებზე ვირუსის მოკვლა შეუძლიათ.
შველის თუ არა კორონავირუსს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?
არა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ დაგვეხმარება.
არსებობს კორონა ვირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა?
ამჟამად არა. ამ საკითხზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ვინ შედის რისკჯგუფში?
მასში უფროსი ასაკობრივი ჯგუფის და განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები შედიან.
აუტოიმუნური დაავადების მქონე ადამიანი განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება?
დიახ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.
ემუქრებათ თუ არა ბავშვებს საფრთხე?
ბავშვებთან დაავადება შედარებით მარტივად მიმდინარეობს.
ორსულები რისკის ქვეშ იმყოფებიან?
ორსულები არ მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს.
როგორ მოვიქცე თუ ავად გავხდი?
COVID-19-ზე ეჭვის შესახებ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ჩვენი ახლობელი ავად გახდა?
ექიმს რჩევისთვის ტელეფონით უნდა მიმართოთ.
არსებობს ვირუსის საღინააღმდეგო მედიკამენტი?
ამჟამად არა.
როგორ მკურნალობენ დაავადებას?
შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა, მაგალითად როგორიცაა ცხელება.
როგორ დავიცვა თავი თუ ჯანმრთელი ვარ?
ხელების ხშირი დაბანა და დეზინფექცია. დაავადებულებისა და ხალხის თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება. რეკომენდაციის მიხედვით, უმჯობესია ნაცნობს არ მივუახლოვდეთ მკლავის გაწვდენის სიგრძეზე. ადამიანებმა უარი უნდა თქვან მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნებში მოგზაურობაზე.
შემიძლია სამსახურში არ წავიდე?
არა. გამონაკლისის შემთხვევების გარდა, მაგალითად თქვენ კოლეგას ვირუსი შეხვდა, თუ ჯანმრთელი ხართ სახლში არ უნდა დარჩეთ. ან როდესაც სამუშაო ადგილის/გარემოს ირგვლივ არსებობს დახურული ზონა (აკრძალული).
შემიძლია მივლინებაზე უარის თქმა?
დიახ, თუ ის ისეთ ადგილას არის დაგეგმილი, სადაც დაინფიცირების მაღალი რისკია.
შესაძლებელია სკოლებისა და ბაღების დახურვა?
დიახ, ეს სავსებით შესაძლებელი სცენარია.
შემიძლია საზღვარგარეთ შვებულებაში წასვლა?
დიახ, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ მიმდინარე გაფრთხილებები მოგზაურობის თაობაზე.
გონივრულია მატარებლით მგზავრობა?
ახლა არა, მაგრამ ადამიანებმა თავად უნდა შეაფასონ შესაძლო რისკები.
როგორ შევაჩეროთ ვირუსი?
ამჟამად დაავადების გავრცელების შეჩერების ერთადერთი ხერხი მკაცრი ზომების მიღებაა.
საჭიროა საკვები პროდუქტების მომარაგება?
საკვებისა და წყლის მომარაგება ყოველთვის არის მიზანშეწონილი, თუმცა ეს ახალი რეკომენდაცია არ არის.
არსებობს რამე საეჭვო საკვები?
არა.
შესაძლებელია რომ COVID-19 პანდემია გახდეს?
ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამას არ გამორიცხავს.
შესაძლოა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 70% დაინფიცირდეს?
არა, დაავადებულთა ამხელა მაჩვენელებს არ ვარაუდობენ.
გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანს იმუნიტეტი უყალიბდება?
დაზუსტებით არ არის ცნობილი.
წყარო: .heute
მოამზადა თეა ინაშვილმა და თიკო ახვლედიანმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება