ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები სკოლებსა და მშობლებს
ქვეყანაში გრიპის სეზონისა და კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს რეკომენდაციას აძლევს. მისი თქმით, თუკი ბავშვს სიცხე ექნება მშობლებმა სკოლაში არ უნდა გაუშვან.
როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში გრიპის სეზონია და ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დაიცვან.
„სკოლებმა გრიპის სეზონი უნდა გაითვალისწინონ. ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა – ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად მოხდეს დაალგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან, ექიმთან წაიყვანონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ა.წ.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE