GE

აქვთ თუ არა პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პროგრამა განათლების მიმართულებით?

31 ოქტომბერს საქართველოში უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნებში მონაწილე პარტიების დიდი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ განათლება და ქართული განათლების სისტემის გაჯანსაღება მათთვის პრიორიტეტული საკითხია და ამდენად, საინტერესოა, რა ჩაწერეს მათ საარჩევნო პროგრამებში.

პარტიების ასეთი განაცხადის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ ახალი სივრცე შექმნა, სადაც საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს აქვთ საშუალება გააცნონ ამომრჩეველს თავისი ხედვები განათლების სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით და უფასოდ განათავსონ განათლებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროგრამის ნაწილი.

edu.aris.ge/elections2020

ჩვენი მკითხველი და განათლების ბედით დაინტერესებული საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ისევე როგორც ჩვენ, შევძლებთ გავეცნოთ, ვიმსჯელოთ და შევაჯეროთ პოზიციები პარტიების მიერ განათლების გაუმჯობესებისთვის დანახულ გზებზე. დავსვათ კითხვებიც და მივიღოთ პასუხები, თავისუფლად გამოვხატოთ კრიტიკული თუ დადებითი აზრი და მეტიც, დავაფიქსიროთ ჩვენი საკუთარი ხედვა, გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის.

იქამდე კი, არჩევნებზე რეგისტრირებულ პარტიებს, ვთხოვთ იაქტიურონ და დროულად მოგვაწოდონ მათი პროგრამის განათლების ბლოკი, რომ ჩვენს ვებ–გრვერდზე პარტიის ველი ცარიელი არ დარჩეს.
დაგვიკავშირდით: ტელ: 032 219-21-21, ელ.ფოსტა: archevnebi2020@aris.ge

მაშ გავიგოთ, აქვთ თუ არა პოლიტიკურ პარტიებს განათლების მიმართულებით
წინასაარჩევნო პროგრამა?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური