აუცილებელია, მოზარდთა გეგმიური ვაქცინაცია უწყვეტად გაგრძელდეს – NCDC-ს განცხადება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გეგმიურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების წარმომადგენლების თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის მუხედავად, პრინციპულად აუცილებელია გეგმიური ვაქცინაცია უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში გაგრძელდეს.
„ძვირფასო მშობლებო, არსებული სიტუაციის აქტუალობიდან და თქვენი მრავლობითი შეკითხვებიდან გამომდინარე, გიზიარებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პოზიციას ბავშვთა გეგმიურ ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით: პრინციპულად აუცილებელია (!) გეგმიური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში.
„კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე. თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებს და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმიური ვაქცინაცია გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო აცრების ჩასატარებლად.
„აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის, მომლოდინთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას. შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა. ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: 1TV.GE
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები