GE

ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით EDU.ARIS.GE ახალ პროექტს იწყებს

პროფესიული განათლებით ახალგაზრდების დაინტერესების გაზრდა სახელმწიფოს „შეუსრულებელ მისიად“ იქცა. თუმცა არავინ დავობს, რომ მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება დასაქმების პერსპექტივას ერთი ორად ზრდის. იმ მიზეზების გარკვევის ნაცვლად, სად დაუშვა სახელმწიფომ შეცდომა პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე მუშაობის პროცესში, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, თავად გახდეს შუამავალი პროფესიულ განათლებასა და ახალგაზრდებს შორის.

ჩვენ გავაანალიზეთ პროფესიული განათლების თემატიკაზე არსებული ვებ–რესურსები და დავინახეთ, რომ საჭიროა მეტი სასარგებლო და რაც მთავარია პრაქტიკული ინფორმაცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს პროფესიული განათლების მიღების პოზიტიურ მხარეებზე. მარტივი, გასაგები ენითა და ფორმით გავაგებინოთ როგორ და რატომ უნდა შეირჩეს როგორც პროფესია, ისე სასწავლებელი, სადაც ახალგაზრდა პროფესიას დაეუფლება. მიიღოს სანდო ინფორმაცია რა ფინანსური შემოსავალი შეიძლება ჰქონდეს მას კონკრეტულ პროფესიაში შესვლის, დაუფლების შემდეგ, როგორია ბაზრის მოთხოვნები და ვინ არიან მისი დამსაქმებლები. ჩვენს ვებ–გვერდზე შექმნილი სპეციალური განყოფილება – „პროფ.განათლება“, ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმწოდებლისა და პოტენციური მსურველის დაახლოებას.

ჩვენი დახმარებით და პროფესიულ კოლეჯებთან ერთად ახალგაზრდა მიიღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას სწორი ფორმითა და აქცენტებით. ეს იქნება როგორც მუდმივი კომუნიკაცია სასწავლებლების ყოველდღიური სიახლეების გაცნობის კუთხით, ისე მასწავლებლების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლების პირდაპირი ჩართულობა; არამარტო სწავლების, არამედ პროფესიის სწორად შერჩევის მიზნით.

EDU.ARIS.GE მიმართავს საქართველოში არსებულ კერძო და სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში მათივე ინტერესის გათვალისწინებით, გახდნენ მოთხოვნადი ახალგაზრდებში.

დაგვიკავშირდით: (032) 219 21 21; sales@aris.ge

EDU.ARIS.GE წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ–გვერდს: EDU.ARIS.GE-სა და STUDINFO.GE– ს. ( 300,000 და მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს – 180,000–ზე მეტი გამომწერი).

ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო თუ კომერციულ სტრუქტურებთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების მიმართულებით მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებსა და სხვას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური