ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
აკადემიის ისტორია, საკონტაქტო ინფორმაცია
აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი
პროფესიული მომზადების ცენტრი საზღვაო აკადემიის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც განახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს.
ცენტრის მიზანია დაინტერესებულ პირთა შრომის შიდა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი პროფესიული განათლებით უზრუნველყოფა.
ცენტრის საქმიანობა ხორციელდება აკადემიური პერსონალის, მოწვეული მასწავლებლების, მექანიკოს-ინსტრუქტორების, ოსტატების, ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების კოორდინირებული თანამშრომლობით, ეფექტური მექანიზმების გამოყენებით.
ცენტრი მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სწავლების ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, (მოდულური)
ადგილების რაოდენობა – 15, კრედიტები – 95, სწავლის ხანგრძლივონა – 17 თვე
გემბანის რიგითი მეზღვაური
ადგილების რაოდენობა – 73, კრედიტები – 60, სწავლის ხანგრძლივონა – 11 თვე
სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
ადგილების რაოდენობა – 73, კრედიტები – 60, სწავლის ხანგრძლივონა – 11 თვე
თევსაჭერი გემის ნავიგატორი ( V საფეხური )
ადგილების რაოდენობა – xx, კრედიტები – 88, სწავლის ხანგრძლივონა – 14 თვე
ამწის ოპერატორი ( III- IV საფეხური )
ადგილების რაოდენობა – xx, კრედიტები – 76, სწავლის ხანგრძლივონა – 11 თვე
შემდუღებელი ( III- IV საფეხურები )
ადგილების რაოდენობა – xx, კრედიტები – 79, სწავლის ხანგრძლივონა – 11 თვე
პორტების ლოგისტიკის ოპერირება და მენეჯმენტი (IV-V საფეხური)
ადგილების რაოდენობა – xx, კრედიტები – 32, სწავლის ხანგრძლივონა – 8 თვე
პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერი ასაკის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მქონე მსურველს. ჩარიცხვა ხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით, აუცილებელია მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტის და საბაზო ცოდნის შესამოწმებელი ტესტის (მათემატიკური ნაწილი) ჩაბარება
პროფესიული ტესტირების საფუძველზე ვაუჩერული დაფინანსების მოპოვების მიზნით პროფესიულ ტესტირებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფისთვის განსაზღვრული ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ს.
აკადემიის ისტორია
საზღვაო განათლება ბათუმში ითვლის შვიდ ათეულ წელზე მეტს. გასული საუკუნის 20-იან წლებში ბათუმის პორტში გაიხსნა საღამოს საზღვაო კურსები, რომლის ბაზაზე 1929 წელს დაარსდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი – სრულად
საკონტაქტო ინფორმაცია
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსი
გოჩა გოგიტიძე
ტელ: +995 (422) 279450 E-mail: [email protected]
საქართველო, 6010 ბათუმი, რუსთაველის ქ. №53
ტელ.: +995 (422) 27-94-51
ფაქსი: +995 (422) 27-48-50
ვებ-გვერდი: bsma.edu.ge
ელ. ფოსტა: [email protected]