26 აგვისტო, 2026 11:38
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია
სკოლა „პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდიამ, სახელწოდებით „ნილეა“, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე – „ოქროს საწმისი“, გამარჯვება მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია „პოლიგლოტმა“ დღეს, 26 აგვისტოს გაავრცელა.
„ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოცეკვავეებსა და მათ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვუსურვებთ კიდევ ბევრ ღირსეულ გამარჯვებასა და შემოქმედებით წინსვლას“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.