GE
27 აგვისტო, 2026 18:13

„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა

მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის (FIDE) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2026 წლის FIDE-ის არბიტრთა სემინარის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სკოლა „პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ამის შესახებ ინფორმაცია „პოლიგლოტმა“ 27 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ალექსანდრე მსაჯის სტატუსით ჩართული იყო ასევე  ფოთის XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში, რომელმაც 10 ქვეყნის 530 ქართველი და უცხოელი მოჭადრაკე გააერთიანა.

„ვულოცავთ ალექსანდრეს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებას! გვიხარია და ვამაყობთ, რომ ის ჩვენი სკოლის გუნდის წევრია“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი