„ბაღებში მეტი რისკია“ – მთავრობა საბავშვო ბაღების გახსნაზე ჯერ კიდევ მსჯელობს
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც საქართველოს დიდ ქალაქებში სკოლების გახსნაზე გააკეთეს განცხადებები, საბავშვო ბაღების შესახებ არ უსაუბრიათ. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტო პანდემიის პირობებში, სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის აქტიურად ემზადება და ამ კუთხით 5 მილიონი ლარის დახარჯვასაც აპირებს, მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ბაღების გახსნა ამ ეტაპზე რისკის შემცველია.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილის განცხადებით საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება, ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვაგრძელებთ მსჯელობას, დღის წესრიგიდან არაა მოხსნილი. ბაღებში მეტი რისკია. ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი – ნაკლებად. გვჭირდება რაღაც პერიოდი, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კორნავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საბავშვო ბაღები 2020 წლის მარტიდან დახურულია. ბოლო ინფორმაციით, მათი გახსნა 1-ელ ოქტომბერს უნდა მომხდარიყო, თუმცა როგორც ირკვევა, ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების გამო, ეს თარიღი კიდევ უნდა გადაიხედოს.
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE