ბაღის მასწავლებლებსა და პერსონალს ხელფასები ეზრდებათ – ვის რამდენით პროცენტით მოემატება ანაზღაურება
თბილისის ბაგა-ბაღების მასწავლებლებსა და მთლიანად პერსონალს ახალი სააღმზრდელო წლიდან ხელფასები მოემატებათ.
ხელფასების მატება სამინისტროს და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ჯერ კიდევ გასულ წელს აანონსდებოდა, თუმცა როგორც მთავრობის წარმომადგენლები ბიუჯეტის განხილვისას კომიტეტებსა და მთავრობის სხდომაზე აცხადებდნენ, ხელფასების მატება ჯერ მხოლოდ აღმზრდელ პედაგოგებს შეეხებოდათ და არა მთლიანად საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალს.
ამის მიუხედავად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიუჯეტი წლის დასაწყისში დაგეგმეს და სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღებში დასაქმებული დანარჩენი 10 800 თანამშრომელიც გაზრდილ თანხას მიიღებს.
„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
ხელფასების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი კი ბაღების თითოეული თანამშრომლისთვის შემდეგნაირად განისაზღვრა:
საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის – 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის – 10%-ით, აღმზრდელის – 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის – 20%-ით, მუსიკის პედაგოგის – 10%-ით, ცეკვის პედაგოგის – 10%-ით, მზარეულის – 10%-ით, მზარეულის დამხმარის – 10%-ით, დარაჯის/დაცვის – 15%-ით, დამლაგებლის – 10%-ით, მრეცხავის – 10%-ით, საქმის მწარმოებლის – 10%-ით, სპეციალური პედაგოგის – 20%-ით, ფსიქოლოგის – 10%-ით, ლოგოპედის – 10%-ით, ბიბლიოთეკარის – 15%-ით, მუშის – 15%-ით, მებაღის – 15%-ით, მეეზოვის – 15%-ით, დირექტორის – 10%-ით, დირექტორის მოადგილის – კი 10%-ით.
როგორც ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ ასევე დაგეგმილია სახელფასო ფონდის ყოველწლიურად 8 086 773-ით გაზრდა.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE