ბანგლადეშში სკოლას სამხედრო თვითმფრინავი დაეცა, დაღუპულია 25 მოსწავლე
21 ივლისს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 31 ადამიანი, მათ შორის მოსწავლეები, მასწავლებლები და პილოტი დაიღუპა, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულ მოსწავლეთა უმეტესობა 12 წლამდე მოზარდია და მათი რიცხვი 25-ს შეადგენს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილები მაილსტოუნის სკოლისა და კოლეჯის მოსწავლეები იყვნენ, სადაც თვითმფრინავი ორსართულიან შენობას შეეჯახა.
როგორც REUTERS წერს, დაახლოებით 165 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს. მათ უმრავლესობას მძიმე დაზიანებები და დამწვრობები აქვთ მიღებული.
უცხოური მედიის ცნობით, ბანგლადეშის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი, ჩინეთში წარმოებული F-7 BGI სამხედრო თვითმფრინავი სასწავლო ფრენაზე ადგილობრივი დროით 13:00 საათის შემდეგ აფრინდა. ბანგლადეშის არმიამ განაცხადა, რომ ავარია „სავარაუდოდ, მექანიკური გაუმართაობით“ მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ სააგენტოს განუცხადა, რომ ცაში ორი გამანადგურებელი დაფრინავდა, რომელთაგან ერთი შენობას შეეჯახა.
ბოლო მონაცემებით, ასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო დაზიანებები, მათი დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში 30-ზე მეტი პირის დახმარებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
by ინფოLIFE
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE