ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება.
საბანკო დავალიანებების მქონე მშობლებს ან ბავშვის კანონიერ წარმომადგენლებს აღნიშნული თანხა ბანკების მიერ, არ ჩამოეჭრებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ.
შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს.
18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.
პირებს, რომლებსაც რეგისტრაციის პრობლემა აქვთ, შეუძლიათ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართონ ,მათ შორის მერიებსა და რაიონულ გამგეობებს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებს.
თ.ვ.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE