ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ცვლილება განხორციელდა
„იზოლაციისა და კარანტინის წესში“ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ზოგიერთი ქვეპროგრამის ფარგლებში არსებულ მომსახურებებში ბენეფიციარების ან დასაქმებული პერსონალის საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტის დაუსწრებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელსაც წერილობით აცნობებს სამინისტროს ან სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.
ცვლილება შეეხება შემდეგ ქვეპორგრამებს: „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“ და „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.“
„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ არსებული „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“, „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“, „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში არსებულ მომსახურებებში ბენეფიციარების ან/და დასაქმებული პერსონალის საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტის დაუსწრებლობის შემთხვევაში, მომსახურებას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელსაც წერილობით აცნობებს სამინისტროს ან/და სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
რაც შეეხება მათ დაფინანსებას, ბრძანების თანახმად, მომსახურებების მიწოდების აღდგენამდე მათი დაფინანსების პრინციპები, წესი და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE