GE

BTU-ს ვორქშოპი სკოლის მოსწავლეებისთვისა და აბიტურიენტებისთვის – როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები უსაფრთხოდ?

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 8 აპრილს 16:00 საათზე, სკოლის მოსწავლეებისთვისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება უფასო ვორქშოპი: “როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები უსაფრთხოდ?”

დრო: 8 აპრილი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: BTU, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მის: ჭავჭავაძის გამზ. #82.
მომხსენებელი: გიორგი იაშვილი, ექსპერტი

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში – მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური