19 თებერვალი, 2019
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება და ის არჩევითი იქნება

სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.
უწყების ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.
რაც შეეხება მასწავლებელთა გადამზადებას, როგორც მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრში განაცხადეს, ჯერჯერობით განათლების სამინისტროდან არ მიუღიათ დავალება, რამდენი პედაგოგის გადამზადებაა საჭირო პირველ ეტაპზე, ან როდის უნდა დაიწყოს მასწავლებელთა გადამზადების კურსი.
პალიტრანიუსი
-
მასწავლებელთა მასობრივი გაფიცვის გამო, ბელგიაში სკოლები დახურულია by ტელევიზია 13 იანვარი, 2025
-
ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, დიდ დიღომში 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა by ტელევიზია 31 ოქტომბერი, 2024
-
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის ზოგიერთ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა by ტელევიზია 7 ოქტომბერი, 2024