ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2019
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge ელექტრონულად უნდა გაიარონ.
აბიტურიენტებისთვის უკვე გამოქვეყნდა საინფორმაციო ცნობარიც, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს.
ცნობარში მოცემულია ინფორმაცია 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეების შესახებ; გამოცდებისათვის რეგისტრაციის ინსტრუქცია; განმარტება გამოცდებისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესახებ; ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ; შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა; ჩარიცხვისა და გრანტირების წესი.
იხილეთ აბიტურიენტის ცნობარი 2019
იხილეთ განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
უნივერსიტეტში მეორადი ჩარიცხვები ერთჯერადად ბრუნდება – განათლების მინისტრის ბრიფინგი (ვიდეო)
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე