ცნობილია რამდენ ლარს დახარჯავს მერია საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა საახალწლო საჩუქრებზე
თბილისის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების საახალწლო საჩუქრებზე დედაქალაქის მერია ბიუჯეტიდან 430 ათას ლარს დახარჯავს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ საახალწლო საჩუქრებისთვის გამოცხადებული შესყიდვის ტენდერი წელსაც “ბარამბომ” მოიგო და ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანია ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, საახალწლო საჩუქრის ნაკრებში შედის სხვადასხვა სახის ტკბილეული. შესყიდვის მოთხოვნების მიხედვით, შერჩეული ნუგბარი არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს, ტრანსცხიმებს, კონსერვანტებს, გმო-სა და ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, და მისი შემადგენლობა თანხვედრაში უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებთან.
როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ საახალწლო საჩუქრების გატანას საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების მშობლები ან მეურვეები იმ პროდუქტებთან ერთად შეძლებენ, რომელიც თბილისის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის ფარგლებში გაზაფხულიდან უკვე მეთორმეტედ, დეკემბრის ბოლოს გაიცემა.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE