დასაქმებული არასრულწლოვნებისთვის სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა უნდა განისაზღვროს
პარლამენტი „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს იხილავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც დასაქმებულებისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა და ასევე ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება.
კანონპროექტის თანახმად, ,,დასაქმებულისთვის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – 42, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 28 საათს”.
კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ ცვლილებები რომელიც ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოებისა და დასვენების დღეებში გაწეული მუშაობის ანაზღაურებას ეხება, აუცილებად გასატარებელია.
“ცვლილება ეხება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, რომელიც ჩვეულ სამუშაო დროსთან შედარებით ერთნახევარი ოდენობით უნდა ანაზღაურდეს, ასევე ცვლილება ეხება ღამის შრომას და დასაქმებული არასრულწლოვნების ანაზღაურების საკითხს. კანონში ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რომ დამსაქმებელს სამუშაო საათების წარმოებისა და აღრიცხვის ვალდებულება გაუჩნდება. როგორც უმრავლესობამ ისე სხვამაც უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია”, – ამბობს დეპუტატი.
თ.ვ.
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE