GE

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა რა შემთხვევაში განიხილავენ სკოლებისა და ბაღების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის საკითხს

სკოლებისა და ბაღების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საკითხი შესაძლოა, ხვალინდელი, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრისადმი დასმული კითხვა შეეხებოდა საკითხს, ხომ არ იგეგმება სკოლებისა და საბავშვო ბაღების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მკვეთრად მომატებული შემთხვევების გათვალისწინებით და არსებობს თუ არა ასეთი მოლოდინი ამ ეტაპზე.

“ხვალ იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და თუ არის ეპიდემიოლოგების მხრიდან ამის მოწოდება, ეს საკითხი განიხილება. ხვალინდელი საკითხები ჯერ არ არის ცნობილი”, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, გასულ 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 503 პაციენტი.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა დაიცვან მოსწავლეებმა და სტუდენტებმა პერსონალური მონაცემები ონლაინ სწავლებისას – დეტალური რეკომენდაციები და ვალდებულებები

განათლების სამინისტრო: სკოლის თანამშრომელთა ტესტირება კორონავირუსზე გაგრძელდება

საქართველოში 12-17 წლის 13 000-ზე მეტი მოზარდია კორონავირუსზე ორჯერადად აცრილი, ერთჯერადად 16 000-ზე მეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური