GE

EDU.ARIS.GE-ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20 თებერვალს, სასტუმრო „გალერი პალასში“ EDU.ARIS.GE-ს მიერ ორგანიზებული პირველი განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გამოფენის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საგამოფენო დღეების ლოკაციების შესახებ და განისაზღვრა უნივერსიტეტების ადგილები საგამოფენო ცენტრებში.

განათლების რეგიონული გამოფენა პირველი პრეცედენტია საქართველოს რეალობაში, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. გამოფენაზე მოწვეული არიან არამხოლოდ დამამთავრებელი ან მაღალი კლასის მოსწავლეები, არამედ ვიწვევთ ასეულობით სკოლის ადმინისტრაციას და ველით მათ სტუმრობას“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-ს ხელმძღვანელმა გიორგი კაშიამ.

EDU.ARIS.GE-ს განათლების რეგიონული გამოფენა გამოფენა 16 მარტს, ქვემო ქართლის რეგიონში აიღებს სტარტს და 21 მარტს, ბათუმში დასრულდება. რეგიონულ გამოფენას უმასპინძლებს ქალაქები: რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. ხუთივე რეგიონში გამოფენა დღის 11:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დაიხურება.

რეგიონული გამოფენის უპირველესი მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში (რაიონებსა და სოფლებში) მცხოვრები მოსწავლეების სწორ და დროულ ინფორმირებულობას საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლებლობების შესახებ. მისცეს შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებლებს, მოიზიდონ და უშუალო კონტაქტი დაამყარონ სამიზნე აუდიტორიასთან საქართველოს რეგიონებში. დაეხმაროს აბიტურიენტებს, სტუდენტებს, უფროსკლასელებსა და მათ მშობლებს, გაეცნონ და უკეთ შეარჩიონ საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე სწორად დაგეგმონ თავიანთი სამომავლო კარიერა.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური