GE

გამოფენა სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარება – მე-10 კლასელი მარიამი ქუთაისიდან

EDU.ARIS.GE–ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში, უფროსკლასელებს პროფესიის სწორად არჩევისა და მათ შორის, მსგავსი გამოფენებით სწორი ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ის ახალგაზრდები ესაუბრებიან, ვისაც არჩევანი ჯერ წინ აქვს და ინფორმირებულობას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. 

პროფესიის სწორად შერჩევის აუცილებლობასა და ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჭირო ინფორმაციის მოპოვების შესახებ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ სარალიძე საუბრობს:

განათლების რეგიონული გამოფენის შესახებ ინფორმაცია თქვენი პორტალის მეშვეობით უკვე მივიღე. ჩემი აზრით, ინიციატივა მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან შესაძლებელია ამით პროფესიული ორიენტირება მოვახდინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, რჩება კითხვები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებზე, რომელთა დასმაც უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება.

პროფესიის არჩევა ცხოვრებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპია. მასზეა დამოკიდებული რა ადგილი გექნება საზოგადოებაში და რამდენად იგრძნობ თავს კომფორტულად იქ, სადაც დიდწილად სწორედ შენმა პროფესიულმა კარიერამ უნდა მიგიყვანოს. ამიტომ, ამ ნაბიჯს ახლავს რისკები რომლის განსაზღვრაშიც კარგი იქნება, თუ პროფესიონალები დაგეხმარებიან.

მე პირადად დაახლოებით ვიცი სფერო, რომელშიც მინდა სამომავლოდ მოღვაწეობა განვაგრძო, თუმცა კონკრეტულ პროფესიაზე ჯერ შეჯერებული არ ვარ. აუცილებლად დავესწრები არის ჯი-ს განათლების რეგიონულ გამოფენას, რაც დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარება.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური