გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ განათლება მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს – IPSOS–ის კვლევა
საქართველოში კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, განათლებას მნიშვნელოვან საკითხად გამოკითხული მოსახლეობის 37% ასახელებს. კვლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება და მასში განათლების რამდენიმე საკითხიცაა გამოყოფილი.
კითხვაზე რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს გამოკითხულთა 37% განათლებას ასახელებს. განათლებას წინ უსწრებს დასაქმება (65%), ეკონომიკა (54%), სიღარიბე (52%) და ფასების ზრდა (39%).
კითხვაზე მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა განათლების სფეროსთან მიმართებაში გამოკითხულთა პოზიცია ასეთია: გაუმჯობესდა – 17%, გაურესდა- 55%.
IPSOS-მა სოციოლოგიური კვლევა, ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით, 8 – 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. აღნიშნული კომპანიების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები +-2,5%-ია.
IPSOS S.A. (www.ipsos.com/en) არის ავტორიტეტული და მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაცია, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.
-
რა ანაზღაურებას მიიღებენ საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში დასაქმებული ექიმები და ექთნები – დადგენილება
by ინფოLIFE
-
ცნობილია, რამდენი ლარი გახდა სკოლის მანდატურის ხელფასი იანვრიდან – განათლების მინისტრის ბრძანება
by ინფოLIFE
-
რომელი მოსწავლეები მიიღებენ მე-11 და მე-12 კლასში ფულად წახალისებას – მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2026
by ინფოLIFE
