გამოკითხულთა 33%–ის აზრით, მოქმედი ხელისუფლების პერიოდში განათლება მნიშვნელოვნად გაუარესდა – IPSOS–ის კვლევა
ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.
გამოკითხვის ერთი ნაწილი ეხებოდა განათლებას და რესპონდენტებს ასეთი კითხვა დაუსვეს:
მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მომდევნო საკითხში – განათლება?
გამოკითხულთა ყველაზე მეტი – 33% მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პერიოდში განათლება მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მომდევნო მაღალი მაჩვენებელი – 22% ამბობს, რომ იგივე დარჩა;
გამოკითხულთა მხოლოდ 5% ამბობს, რომ განათლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; 12%–ისთვის მეტნაკლებად გაუმჯობესდა; 19%–კი მიიჩნევს, რომ განათლება მეტნაკლებად გაუარესდა.
როგორც დამკვეთები აცხადებენ, კვლევის ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
IPSOS S.A. (www.ipsos.com/en) არის ავტორიტეტული და მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაცია, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE