გამოქვეყნდა ზოგადი განათლების ახალი ეროვნული მიზნების პროექტი – დოკუმენტი
გამოქვეყნდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მთავრობას 26 თებერვალს წარუდგინა.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტი
განათლების მინისტრმა დღეს მოუწოდა მშობლებს, განათლების დარგის სპეციალისტებსა და სასკოლო საზოგადოებას, რომ მიაწოდონ თავიანთი შეხედულებები, თუ როგორ შეიძლება დაიხვეწოს განახლებული დოკუმენტის პროექტი: “სწორედ, ფართო საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებულ დოკუმენტს დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა საგნის სტანდარტი, თუ სახელმძღვანელო”.
განათლების სამინისტრო კი განმარტავს, რომ მათი მიზანია, დოკუმენტის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული მხარე. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი გაეგზავნება საჯარო და კერძო სკოლებს და ასევე განთავსდება საჯაროდ.
“ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამინისტროს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე – pr@mes.gov.ge გამოაგზავნოს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაცია დოკუმენტის პროექტის შესახებ. მიღებული უკუკავშირების დამუშავებისა და გაანალიზების შემდეგ საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება”, – წერია გიორგი ამილახვარის უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
-
განათლების მინისტრი აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორს კონკურსის გარეშე დანიშნავს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
სწავლის შედეგი მიღწეულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოსწავლეს ეს შეუძლია – რას ადგენს განახლებული ესგ
by ARIS.GE-განათლება
-
პედაგოგები მასწავლებლის წიგნებს ითხოვენ, „საგანმანათლებლო რესურსები“ კი ამბობს, რომ ასეთი პრობლემა არ არსებობს
by ARIS.GE-განათლება