GE

განათლება – ლეიბორისტული პარტია (№10)

გაეცანით  “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” წინნასაარჩენო ხედვას განათლებაზე:

  • სახელმწიფოსგან დაფინანსებული უმაღლესი განათლება ყველა სტუდენტს
  • უფასო ერთჯერადი კვება სასკოლო დაწესებულებებში
  • 70 ახალი ბაგა-ბაღი ქვეყნის მასშტაბით

წარმატებული, ძლიერი, ეკონომიკურად მზარდი და სოციალურად სტაბილური სახელმწიფოს მთავარ საყრდენს წარმოადგენს განათლება. ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ მომავალი თაობისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისად ქვეყნის მომავალში რესურსების ინვესტირება უნდა იყოს.

როგორ პასუხობს „ლეიბორისტული პარტია“ განათლების პროგრამის შესახებ კითხვებს?

საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას შემუშავებული აქვს ოთხ წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც განათლების სისტემის ყველა საფეხურს შეეხება რიგი რეფორმები, რაც ერთის მხრივ განათლების ხარისხს, ხოლო მეორეს მხრივ – მის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
მოცემული სამი ძირითადი პუნქტის გარდა ლეიბორისტული პარტია გეგმავს შემდეგ ცვლილებებს:

  • საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის სპეციალური კურსის შემუშავება, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და მოარგებს თანამედროვე სტანდარტებს.
  • შეიქმნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალ სასწავლო პროგრამები სკოლამდელი განათლების სფეროში ახალი პროფესიონალი კადრების გაჩენის მიზნით.
  • ყველა სკოლას ეყოლება საკუთარი ფსიქოლოგი, რაც პოზიტიურ ცვილებას შეიტანს მოსწავლეთა აღმზრდელობით კომპონენტში, ასევე მკვეთრად შეამცირებს ბულინგისა და ჩაგვრის შემთხვევებს.
  • სასკოლო მასალა სრულ შესაბამისობაში მოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებთან.
  • მოხდება სასწავლო დაწესებულებების დეპოლიტიზირება. პედაგოგები და ლექტორები ორიენტირებულნი იქნებიან სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და არა საარჩევნოდ ხმების შეგროვებაზე.
  • შეიქმნება ცალკე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში ბავშვთა უფლებებათა დაცვის შესახებ. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ომბუცმენის აპარატი.
  • გაუქმდება საუნივერსიტეტო თვითმართველობები და ჩანაცვლდება თემატური კლუბების მიერ, რაც სტუდენტებს განვითარებისა და საკუთარი გარემოს მართვის მეტ საშუალებას მისცემს. დამატებით, საგრძნობლად შემცირდება არაჯანსაღი პოლიტიკური გავლენები ახალგაზრდულ გაერთიანებებზე.
  • პროფესიული განათლების დიპლომი გაუთანაბრდება აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომს. პროფესიული კოლეჯების სტუდენტები იგივე შეღავათებით ისარგებლებენ, რითაც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სარგებლობენ.

(labour.ge, web, 24.09.2020, 23:01)

იხილეთ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წინასაარჩევნო ხედვები და დაპირებები განათლების შესახებ (EDU.ARIS.GE – ინფორმაცია განახლებადია)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm