თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადება საბავშვო ბაღებში შეტანილი რძის პროდუქტებზე
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული რძე და რძის პროდუქტები სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
რძის პროდუქტების შემოწმების შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
ისწავლეთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს შინაურ ცხოველს – მოვლა-პატრონობის წესი და ვალდებულებები დამტკიცდა
by ინფოLIFE