„ეს არის იმ ქვეყნის განათლების სისტემის ყოფა, რომელიც ღირსებით მიდიოდა ევროპისკენ?!“

სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, თემო სუყაშვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბოლოდროინდელ ვიზიტებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ალექსანდრე წულაძის რომელიმე მოწინავე დასავლურ ქვეყანაში ვიზიტი არ იძებნება.
“შენ ხარ მოსწავლე, სტუდენტი, მაგისტრანტი, მასწავლებელი, დირექტორი, პროფესორი, ლექტორი, მშობელი და ოცნებობ დასავლური განათლების სისტემაზე.
ერთი სული გაქვს ქვეყანაში ნახო ძლიერი, მარწუხებისგან თავისუფალი საგანმანათლებლო დაწესებულებები, დაფასებული აკადემიური პერსონალი, თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე, თანამედროვე უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდობა… გინდა რომ ქვეყანამ მაღალი შედეგები აჩვენოს სხვადასხვა კვლევაში, ღამეებს ათენებ სწავლაში, ახალი უნარების დაუფლებაში და ამ დროს…
თანამდებობაზე განმწესების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესტუმრა ყაზახეთსა და ინდოეთს.
საქართველოში მინისტრი შეხვდა:
ჩინეთის ელჩს ორჯერ (7.02.2025 და 22.03.2025)
სომხეთის ელჩს (8.02.2025)
აზერბაიჯანის ელჩს (29.01.2025)
თურქეთის ელჩს (25.12.2024)
მინისტრის მოადგილე:
უნგრეთის ელჩს (8.02.2025)
26.03.2025 დან 2024 წლის პირველ სექტემბრამდე (ნერვები არ მეყო და მეტი ვეღარ ჩავყევი), სამინისტროს ფბ გვერდზე, რომელიმე მოწინავე დასავლურ ქვეყანაში ვიზიტი არ იძებნება.
გამონაკლისია მოადგილის ვიზიტი სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიური პლენარული სესიაზე დასწრების მიზნით (?!)
რისი ინდიკატორია თქვენთვის ეს სტატისტიკა? რას გეუბნებათ? კმაყოფილები ხართ?
ეს არის იმ ქვეყნის განათლების სისტემის ყოფა, რომელიც ღირსებით მიდიოდა ევროპისკენ?!
Keep going”.
-
„მე რომ განათლების მინისტრი ვიყო“ – მენტორი მასწავლებლის გეგმა by სოციალური ქსელები 9 იანვარი, 2025
-
„საქართველოში განათლების მინისტრი თვეში დაახლოებით 4000 აშშ დოლარს აიღებს, მაშინ როცა მასწავლებლების ხელფასი 600 დოლარამდეა“ by სოციალური ქსელები 8 იანვარი, 2025
-
„გადახედეთ „მგზავრის წერილებს“ – როგორ ხსნის განათლების სპეციალისტი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოების პროტესტს by სოციალური ქსელები 12 დეკემბერი, 2024