განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა facebook-ზე რეკლამირებისთვის 5 170 ლარის დახარჯვას გეგმავს
საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, facebook-ზე საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის 5 170 ლარის დახარჯვას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მისაღებად უწყების დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ სახელმწიფო შესყიდვებს სააგენტოს 2020 წლის 13 მაისს მიმართა. მომსახურების ვადა 2020 წლის 20 მაისიდან, იგივე წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული
„შესყიდვის საჭიროება განპირობებულია დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობის, დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების, ასევე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად. სოციალურ ქსელ www.facebook.com-ს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ხასიათდება განსაკუთრებული აქტივობით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა facebook.com-ში აქტივობების სხვადასხვა მოცულობის რეკლამის დადგენილი ღირებულებების გათვალისწინებით. მართალია, არსებობს ალტერნატიული სოციალური ქსელები, თუმცა აღნიშნული შესყიდვის მიზნისთვის მომსახურების გაწევის პროცესში სოციალური ქსელი facebook.com-ი უალტერნატივოა მისი პოპულარობის, სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით სამიზნე ჯგუფების ფილტრაციის შესაძლებლობითა და მომხმარებელთა რაოდენობის გამო“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) არის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპი, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია საგანმანათლებლო სივრცეში, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას უზრუნველყოფს. აღნიშნული უწყების მიერ ხორციელდება საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაცია, უმაღლეს სასწავლებლებში მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია, დისტანციური სწავლების პროგრამების სისტემური მართვა და ა.შ.
თ.ვ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE