„განსაკუთრებით მინდა მივმართო სკოლების ხელმძღვანელებს, ბაღებს, უმაღლესებს“
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და კორონა ვირუსის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
მან დიდი დაწესებულებებისა და ასევე მედიკოსების მიმართებით კონკრეტული მოწოდებები გააჟღერა და მათ შორის იყო სასწავლო დაწესებულებები.
ის მოითხოვს, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებაში თუ არ იქნება ხელების სადეზინფექციო საშუალებები, საპონი მაინც იყოს ყველგან.
„განსაკუთრებით მინდა მივმართო სკოლების ხელმძღვანელებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ ამ პერიოდში, რომც არ იყოს საშიშროება კორონა ვირუსული ინფექციის, გრიპის სეზონია ქვეყანაში და გრიპისგან, რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება არის სწორი ჰიგიენური პირობების დაცვა. ამიტომ მივეჩვიოთ ამას. როგორც თანდათან შემოვიდა ქვეყანაში კულტურა და იზრდება მოთხოვნა გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე, და იცით, რომ წელს ჩვენ შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტი ადამიანი ავცერით და ამიტომ ამის დამსახურებაც არის გარკვეულწილად ის, რომ ქვეყანაში წელს შედარებით მშვიდად მიმდინარეობს გრიპის სეზონი.
კორონა ვირუსის პროფილაქტიკა ზუსტად იგივეა, რაც ვთქვათ ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის, და თუ აქაც მივეჩვევით ე.წ. ჰიგიენური პირობების დაცვასა და პირადი ჰიგიენის დაცვას განსაკუთრებით დიდი თავშეყრის ადგილებში, ე.წ. ხელის ჰიგიენას, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ რისკს რესპირატორული დაავადებების გავრცელების.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს თითოეული დაწესებულება ხელის სადეზინფექციო საშუალებებით და თუ ეს არ არის, მაშინ საპონი მაინც იყოს ყველგან, რომ ადამიანმა ხშირად დაიბანოს ხელები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველა დაწესებულებას დღეს გაეგზავნება წერილები მოწოდებების შესახებ, რაც უნდა გაითვალისწინონ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE