გენერალურ პროკურატურაში პრაქტიკაზე მოსახვედრად სტუდენტები სპეციალურ კონკურსს გაივლიან
უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა აქვთ. გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უწყებაში პრაქტიკის გავლის ახალი წესები და პირობები დაამტკიცა.
დოკუმენტის თანახმად, პროკურატურაში პრაქტიკის გავლას, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირები და ასევე სტუდენტები შეძლებენ, მათ უწყებაში მოსახვედრად სპეციალური კონკურსი ტესტირება და გასაუბრება უნდა გაიარონ.
„პრაქტიკის მიზანია უმაღლესი იურიდიული განათლების მიმღები სტუდენტებისა და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და სრულყოფის ხელშეწყობა. პროკურატურაში პრაქტიკაზე მიღებასთან დაკავშირებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შესაძლოა გაფორმდეს შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროკურატურის პრაქტიკანტად შეიძლება მიღებულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სამართალწარმოების ენას და აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული განათლების მიმღები სტუდენტია“, – ვკითხულობთ გენერალური პროკურორის ბრძანებაში.
კონკურსის პირველი ეტაპის, ტესტირების გავლის პირობებისა და პროგრამის თაობაზე პრაქტიკის გავლის მსურველებს წინასწარ აცნობებენ. კონკურსის მეორე, გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც ტესტირების ბარიერს ვერ გადალახავენ. პრაქტიკის გავლის მსურველებთან გასაუბრებას კი გენერალური პროკურატურის თანამშრომლები ჩაატარებენ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE