GE

60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მანდატურების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 27 თებერვალს დაიწყო და 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

შრომის ანაზღაურება 1 500 ლარია (დარიცხული).

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:

  • ქ. თბილისი – 33 ვაკანსია;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგვი – 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი:

  • ქ. ბათუმი – 7 ვაკანსია;
  • მახინჯაური – 1 ვაკანსია;
  • ქ. ქობულეთი – 1 ვაკანსია;
  • ოზურგეთი – 1 ვაკანსია;

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:

  • ქ. ქუთაისი – 2 ვაკანსია;
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი დილიკაური – 1 ვაკანსია;
  • ხონი – 1 ვაკანსია;
  • ქ. ამბროლაური – 1 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:

  • ქ. ფოთი – 1 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი:

  • კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანი – 1 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი:

  • თეთრიწყარო – 1 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზკენდი – 1 ვაკანსია;
  • ქ. დმანისი – 3 ვაკანსია;
  • დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 1 ვაკანსია;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახიდური – 1 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი:

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კართუბანი – 1 ვაკანსია;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაისუბანი – 1 ვაკანსია;
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაკურციხე – 1 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:

  • ქ. ნინოწმინდა – 1 ვაკანსია;
  • დაბა ბაკურიანი – 1 ვაკანსია;
  • ბორჯომი – 1 ვაკანსია.

განაცხადის შესავსებად და დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური