გორში 50-მდე ბავშვი მოიწამლა – ადგილობრივებს ეჭვი სასმელ წყალზე აქვთ
გორში, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში 46 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს. მათგან 16 კლინიკაში რჩება, დანარჩენები კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ბინაზე გაწერეს. მოწამვლის სიმპტომები რამდენიმე მოზარდის მშობელსაც აღენიშნება.
მოზარდების ინტოქსიკაციის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ყველა მათგანი გორში, ე.წ. კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან. ექიმების თქმით, ეს არის ბაქტერიული მოწამვლა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ვერ საუბრობენ.
ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ კვებითი ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია, რადგან მას ცუდი ფერი აქვს და ბევრი ნალექი მოყვება.
„ბინის თავმჯდომარე მოვიდა და გაგვაფრთხილა, რომ წყლებია მოწამლული, ონკანის წყალი არ დალიოთ, მაღაზიაში იყიდეთო. სასწრაფოს მძღოლი იძახდა ვერ აუდიანო ისეთი მდგომარეობაა საავადმყოფოშიო“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
წყალმომარაგების კომპანიამ, გორში წყლის სინჯები უკვე აიღო და ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, უკავშირდება თუ არა ბავშვების ინტოქსიკაცია სასმელ წყალს.
თ.ვ.
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE