„გვაქვს ინიციატივა, რომ ამნისტიის შესახებ კანონი პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოს“
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არსებობს ინიციატივა, რომლის თანახმადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი სტუდენტებსაც შეეხოს, კონკრეტულად იმ პირებს, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ. მათ შესაძლებელია პატიმრობა შინაპატიმრობად შეეცვალოთ.
ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი წარდგინა.
„გვაქვს ასევე ინიციატივები და ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, ამას უბრალოდ დასჭირდება სტატისტიკის დამუშავება, ეს მნიშვნელოვანია და შესაძლებლობებისა და რესურსების გაანალიზება. გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით და კარგ შესაძლებლობას გაუხსნის პირებს, რომლებსაც, თუნდაც, ამ გზით აქვთ ნაჩვენები მათი რესოციალიზაციის რეალური განზრახვა და გადაწყვეტილება. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, აქ არის განსხვავებული მოსაზრებებიც, იგივე, თუნდაც ამ კატეგორიის ცალკეული მუხლების გამორიცხვისა და ა.შ. ვნახოთ, ამ დისკუსიების პროცესში, ალბათ, ეს საკითხიც მეტ სიცხადეს შეიძენს და შესაბამისად, უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გვექნება,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მე-10 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა. დოკუმენტის განხილვა ამ ეტაპზე საკომიტეტო დონეზე მიმდინარეობს.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE