,,გვცივა“ – გორში სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გორის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ბავშვებმა სკოლაში გათბობის გათიშვა გააპროტესტეს და დირექციას სახლებში გაშვება მოსთხოვეს. მოსწავლეების პროტესტს შეუერთდნენ მშობლებიც.
სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლაში პრობლემა მალე აღმოიფხვრება და სასწავლო პროცესი ხვალ აღდგება. სკოლაში შექმნილი ვითარების შესახებ მოსწავლეებმა განათლების სამინისტროსაც აცნობეს.
,,გვცივა და ამის გამო გვინდა სახლში გაშვება. გათბობა არ არის. აქცია გავმართეთ ამ მოთხოვნით“, – გვითხრას ერთ-ერთმა მოსწავლემ.
,,სკოლაში ხარვეზი ძალიან მალე გამოსწორდება და გაცდენილი დღე შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. გათბობა მაღალი ძაბვის გამო გავთიშეთ, რადგან გვეშინოდა სისტემა არ გადამწვარიყო“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE