GE

„იმ პერიოდში, ჩემს ქალაქში რომ ყოფილიყო მსგავსი გამოფენა დიდ დახმარებას გამიწევდა“, – სტუდენტი პროფესიის არჩევის შესახებ

EDU.ARIS.GE–ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში, უფროსკლასელებს პროფესიის სწორად არჩევისა და მათ შორის, მსგავსი გამოფენებით სწორი ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ის ახალგაზრდები ესაუბრებიან, ვინც პროფესია უკვე აირჩია და ახლა სწავლის პროცესში არიან.

ანა დევიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტი, მე-3 კურსი:

ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება თითოეული აბიტურიენტისთვის, ვფიქრობ, პირველ რიგში, მან აუცილებლად უნდა იცოდეს რა აინტერესებს, რა მოსწონს და იმის მიხედვით აირჩიოს პროფესია.

არ შეიძლება ოჯახის წევრის, მეგობრის და ნათესავის გამო მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან არ გაამართლებს და მიხვდება, რომ დრო ტყუილად დაკარგა.

არჩევანის გაკეთებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა განათლების გამოფენა, რომელებიც ეწყობა ხოლმე დაინტერესებული პირებისთვის, სადაც იკრიბებიან უნივერსიტეტები და სასწავლო დაწესებულებები. მსგავსი ღონისძიებები ხშირადაა თბილისში, ამიტომ აქ მყოფი ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე.აბიტურიენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო კონტაქტი დაამყაროს იმ სასწავლო დაწესებულებასთან, სადაც სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს და იქვე შეადაროს არსებული პროგრამები სხვა სასწავლებლების პროგრამებს. ვფიქრობ, რომ რეგიონული გამოფენის იდეა უპრეცედენტოა და აუცილებლად დიდ ინტერესს გამოიწვევს.

მე როდესაც ვიყავი სკოლის მოსწავლე და უმაღლეს სასწავლებელს ვარჩევდი, იმ პერიოდში, ჩემს ქალაქში რომ ყოფილიყო მსგავსი სახის გამოფენა დიდ დახმარებას გამიწევდა. დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი და ადგილზე მივიღებდი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამიტომ ყველა ჩემს მეგობარს გავაფრთხილებ, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, რომ ამ გამოფენაზე მივიდნენ. ვფიქრობ, რომ არათუ კარგი და რეკომენდებულია, აუცილებელიცაა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩართვა. აბიტურიენტს საშუალება ეძლევა მეტი ინფორმაცია მიიღოს ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტების შესახებ, რაც მას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ყველას წარმატებას და სწორი არჩევანის გაკეთებას ვუსურვებ!

იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური