„კემბრიჯის გამოცდების“ ორგანიზებისთვის ნაეკი 50 000 ლარს გადაიხდის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამარტივებული შესყიდვის წესით, კემბრიჯის გამოცდების ორგანიზებისა და მომსახურებაში 50 000 ლარს გადაიხდის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოცდების ცენტრმა გამარტივებული შესყიდვის უფლების მოპოვებაზე სააგენტოსგან თანხმობა უკვე მიიღო.
„სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ გეგმავს ინგლისური ენის კომპიუტერული და წერითი გამოცდების ჩატარების მომსახურების შესყიდვას, რომლის ჩაბარების შემდგომ გაიცემა კემბრიჯის სერტიფიკატი. კემბრიჯის სერტიფიკატი აღიარებულია მსოფლიოს მიერ, რომელიც აფასებს ენობრივი კომპეტენციის ფართო სპექტრს, დაწყებული საერთო ევროპული სტანდარტების მიხედვით განსაზღვრული „A1“ დონიდან, „C1“ დონით დამთავრებული. კემბრიჯის სერტიფიკატი არის უვადო. შესაბამისად, საქართველოში აღნიშნული გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა დიდია.
„აღნიშნული ტესტები არის „University of Cambridge Local Examinations Syndicate”-ის მიერ შედგენილი და მათზე ვრცელდება ამ ორგანიზაციის საავტორო უფლებები. ცენტრს (ნაეკი) 2013 წლის 30 აგვისტოს ლიცენზიის საფუძველზე, მინიჭებული აქვს აღნიშნული გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება, რომელიც გაცემულია „კემბრიჯის უნივერსიტეტის კანცლერის, მაგისტრებისა და მეცნიერების, წარმოდგენილნი შესაბამისი ფაკულტეტების მიერ, კემბრიჯის უნივერსიტეტის საგამოცდო სინდიკატისა და კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების“ მიერ“,-ვკითხულობთ შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდის ჩასაბარებლად ის აპლიკანტები რეგისტრირდებიან, რომლებსაც კონკრეტულად აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი სჭირდებათ სწავლის გაგრძელების, ან დასაქმების მიზნით.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE