„კერძო ბაღებს მოთხოვნები გაუმკაცრდებათ, არდადეგები კი, საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივდება“
დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც კერძო ბაღების საკითხსაც განიხილავენ.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება.
„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, შესაბამისად, იქ იქნება ქალაქის მერიც, განათლების მინისტრიც, მივიღებთ დამატებით ზომებს და იქიდან გავაკეთებთ უკვე კომენტარს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ მიმართ რა თქმა უნდა, მოთხოვნები გამკაცრდება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისათვის საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ეპიდემიის მიმდინარეობას, საჭიროების შემთხევაში არდადეგები გახანგრძლივდება.
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც ცნობილია ყველა სასწავლო დაწესებულებაში, ასევე ბაღებში, სასწავლო პროცესი 16 მარტამდე, ან 16 მარტის ჩათვლით არის გადადებული.
სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს აღარ ჩატარდება
ა.წ.
- „ლექტორმა რა უნდა მისცეს ჩემს შვილს? არის საშიშროება, რომ ტვინში ჩაუტუმბოს რაღაც სიბილწე…“ – მშობელი ქუთაისიდან by პოზიცია
- რატომ ელოდებიან სკოლები განათლების სამინისტროს დირექტივას მედიასთან ურთიერთობისას? – უწყების წარმომადგენლის პასუხი by პოზიცია
- „გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული by პოზიცია