კერძო რეპეტიტორებს საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის ჭრილში შეაფასებს
2020 წლიდან საქსტატს რამდენიმე ახალი მიმართულება ექნება, მათ შორის დაუკვირვებადი ეკონომიკა შეფასდება განათლების და უძრავი ოპერაციების სექტორში. გარდა ამისა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდება დროის გამოყენების კვლევა.
ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ორგანიზაციის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„2020 წლიდან რამდენიმე ახალ მიმართულება გვექნება. დაუკვირვებადი ეკონომიკა შეფასდება განათლებისა და უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში, რადგანაც ვფიქრობთ, რომ დაუკვირვებადი ეკონომიკის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი შეიძლება იყოს ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეს ეხება კერძო რეპეტიტორების მიმართულებას და საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებას. ასევე ვაპირებთ ახალ გამოკვლევას გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, დროის გამოყენების გამოკვლევა “,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
თ.ვ.
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE
-
ამ შემთხვევაში წვევამდელი 1000 ლარით დაჯარიმდება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“ შედის
by ინფოLIFE