მანდატურის სამსახური 6-დან 13 წლამდე ბავშვების მშობლებს ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყება რამდენიმე სახის დისტანციურ მომსახურებას ახორციელებს.
„აქტიურად ფუნქციონირებს: ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 2 200 220 (33 35) Skype-კონსულტაცია. Skype: pscenter საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია. მანდატურის სამსახურის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მესენჯერი https://www.facebook.com/mandaturi/ მოქალაქეთა/ორგანიზაციების განცხადებების/წერილების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]“, – აცხადებენ მანდატურის სამსახურში.
თ.ვ.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE