მანდატურის სამსახურმა 2019 წელს ხელფასებში 9 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა
უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური ჯერჯერობით არ არის, სასკოლო უსაფრთხოებას უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ. მათ გადამზადებას და მეტალო დეტექტორებით აღჭურვას მანდატურის სამსახური ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით, უკვე გადამზადებულია 1 400-მდე უფლებამოსილი პირი.
2019 წელს, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების 130 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა და ისინი ამ დროისთვის 588 საჯარო სკოლაში არიან წარმოდგენილები. გაფართოების გეგმის თანახმად, მანდატურის სამსახური 2020 წელს 130 ახალ საჯარო სკოლაში უნდა შევიდეს.
სკოლის მანდატურების ხელზე ასაღები ანაზღაურება 2019 წლამდე 400 ლარი იყო, რაც გასულ წელს გაიზარდა და ამჟამად შეადგენს 600 ლარს (დარიცხული 750 ლარი). სკოლის უსაფრთხოებაზე უფლებამოსილი პირების ანაზღაურებას კი მანადტურის სამსახური არ ახორციელებს.
მიმდინარე რეფორმის პარალელურად, საინტერესოა რა უჯდება სახელმწიფოს მანდატურის სამსახურის დაფინანსება. სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს გაცემულმა თანამდებობრივმა სარგომ და დანამატებმა (რომელიშც, რა თქმა უნდა, მანდატურების ხელფასებიც შედის) ჯამში 9 978 931.94 ლარი შეადგინა. გასულ წელს სამსახურს არ გაუცია ფულადი ჯილდოები.
უწყების წარმომადგენლების მიერ, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მივლინებებზე ჯამში 62 452.99 ლარი დაიხარჯა.
მანდატურის სამსახურის ბალანსზე ირიცხება 15 ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის გახლავთ 10 ერთეული 2017 წელს გამოშვებული ფორდ ფიესტას მარკის ავტომობილი, თითოეულის ღირებულება 14 958,64 ლარს შეადგენს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სასამხურმა 2019 წლის მესამე კვარტალში რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა. უწყებამ ელექტრონული ტენდერის შედეგად 1 650 ცალი ლითონ დეტექტორის შესაძენად 120 450.00 ლარი დახარჯა. სპეციალური ტანსაცმლის და აქსესუარებისთვის – 44 890.00 ლარი, გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლისთვის – 44 026.95 ლარი. კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარებისთვის კი – 33 237.50 ლარი.
თ.ვ
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE