მანდატურთა შესარჩევი კონკურსი კვლავ გამოცხადდა – ვაკანტური ადგილები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს. ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის პოზიციაზე 33 ადგილია თავისუფალი.
იხილეთ რომელ ტერიტორიულ ერთეულებში ესაჭიროებათ მანდატური და რამდენი ვაკანსიაა გამოცხადებული თითოეულ მათგანში:
იმერეთი
ვანის მუნიციპალიტეტი
ქ. ვანი – 2 ვაკანსია;
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
სოფელი დიმი – 2 ვაკანსია;
საჩხერის მუნიციპალიტეტი
სოფელი ჭალა – 2 ვაკანსია;
სოფელი სარეკი – 2 ვაკანსია;
სოფელი არგვეთი – 2 ვაკანსია;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
სოფელი დილიკაური – 2 ვაკანსია;
სოფელი მეორე სვირი – 2 ვაკანსია;
სოფელი ქვედა საზანო – 2 ვაკანსია;
ქ.ზესტაფონი – 1 ვაკანსია;
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
სოფელი ოფშკვითი -2 ვაკანსია;
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
სოფელი თუზა – 2 ვაკანსია;
სოფელ ზედა საზანო – 2 ვაკანსია;
რაჭა-ლეჩხუმი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ქ. ამბროლაური – 2 ვაკანსია;
ონის მუნიციპალიტეტი
ქ. ონი – 1 ვაკანსია;
სამეგრელო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
დაბა ჩხოროწყუ – 2 ვაკანსია;
ნაფიჩხოვოს თემი – 1 ვაკანსია;
ხობის მუნიციპალიტეტი
სოფელი ჭალადიდი – 1 ვაკანსია;
სოფელი საჯიჯაო – 2 ვაკანსია;
სოფელი შუა ხორგი -1 ვაკანსია;
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
- საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
- ნასამართლობის არმქონე;
- სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
- სახელმწიფო ენის მცოდნე;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
- ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული საშუალო განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში, კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
- სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
- კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
- მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
- მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
- იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.
კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე;
მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე, მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.
დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 თებერვლიდან – 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას, „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;
შენიშვნა: მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც შეირჩევიან მოსამზადებელი კურსების გასავლელად, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც წარმატებით გაივლიან მოსამზადებელ კურსებს, დანიშვნამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე;
- 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE