მასწავლებლის სახლს ახალი იურიდიული მისამართი აქვს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ოფიციალური მისამართი აქვს. განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით სსიპ მასაწვლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის იურიდიული მისამართად სანდრო ეულის ქ.N5 განისაზღვრა.
„ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0186, სანდრო ეულის ქ. №5“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
როგორც EDU.ARIS.GE მასწავლებლის სახლში განუცხადეს, მათ ახალ მისამართზე გადასვლა ზაფხულშივე დაასრულეს.
„მისამართი მხოლოდ ერთხელ შევიცვალეთ და მას მერე იქ იმყოფება მასწავლებლის სახლი. ზაფხულშივე, ძალიან მალე, ერთ კვირაში დავასრულეთ ახალ ოფისში გადასვლა“, – განაცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში.
შენობა, რომელშიც მასწავლებელთა სახლი 2011 წლიდან იყო განთავსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) გადაეცა. შესაბამისი თხოვნით მასწავლებლის სახლის დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს, სუს-ის ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორმა 2020 წლის 11 ივნისს მიმართა.
წერილის მიღებიდან მეორე დღეს 2020 წლის 12 ივნისს, ბერიკა შუკაკიძემ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შენობის სასწრაფო წესით დაცლის მომსახურებისთვის გამარტივებული შესყიდვის უფლების მოპოვება მოითხოვა. შესყიდვების დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ მასწავლებლის სახლს ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდა.
ა.წ.
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE