„მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა 5%-ზე მეტი ჩაიჭრა“, – ივა მინდაძე
საატესტატო გამოცდები მეთორემეტეკლასელთა დაახლოებით 5%-ზე მეტმა ვერ გადალახა. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელებს წელს შედარებით უცხო ენა, განსაკუთრებით კი, რუსული ენა და მათემატიკა გაუჭირდათ.
შედარებით უკეთესი შედეგებია ქართულ ენისა და ლიტერატურის და ასევე ისტორიის გამოცდაში.
თუმცა, ივა მინდაძის თქმით, მაღალი ქულებიც ყველა საგნის ფარგლებში მრავლად დაიწერა. რაც შეეხება სტატისტიკურ შედარებას წინა წლის მონაცემთან, მინდაძის თქმით, წლევანდელი შედეგები ძალიან გავს შარშანდელ მონაცემებს.
რაც შეეხება იმ მოსწავლეების შედეგებს, რომლებიც წელს გასულ სასწავლო წელს ჩარჩენილ საგნებს აბარებდნენ (ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია ბიოლოგია), მინდაძის ინფორმაციით, მათთან ჩაჭრის კოეფიციენტი უფრო მაღალია და 15-20% შორის მერყეობს.
მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1600-მდე სკოლაში ჩატარდა და დღეს, ქიმიის გამოცდით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 44-ათასზე მეტი მოსწავლე იყო დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 ძირითად საგანში (ქართული, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა)აბარებენ. გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება.
მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია -ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
ეკა არის© წივწივაძე
- არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე