შშმ მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 1 259 790 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის 1 259 790 ლარის მოცულობის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
თბილისის საჯარო სკოლების შშმ და სსსმ სატატუსის მქონე მოსწავლეების, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებისა და ასევე ქ. თბილისის სარეაბილიტაციო საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სპეციალურ პროგრამას (საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა) ახორციელებს.
აღნიშნული პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და ასევე საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე, და პირიქით, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება.
ა.წ.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE