GE

მოსწავლეებთან სამუშაოდ, ფსიქოლოგების შესარჩევ კონკურსს მანდატურის სამსახური აცხადებს – რეგიონები და მოთხოვნები

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური დღეს, 19 ივნისს, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ფსიქოლოგების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. აუცილებელია უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

დაგეგმილია სპეციალისტების შერჩევა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:
ქ. თბილისი – 8 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი:
ქ. რუსთავი – 1 ვაკანსია;

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ქუთაისი – 1 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ზუგდიდი – 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი
ქ. ბათუმი – 2 ვაკანსია.

რაც შეეხება ანაზღაურებას, კონკურსში გამარჯვებული პირის შრომის ანაზღაურება სრულ განაკვეთზე იქნება 1694 ლარი (დარიცხული).

იხილეთ: კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური