„ნაეკი“ მასწავლებლების საცდელი ტესტირების შედეგებზე მსჯელობისგან თავს იკავებს – უწყების განმარტება
“საცდელი ტესტირების შედეგების საფუძველზე მსჯელობა არამართებულია”, – ასე პასუხობს 28 აპრილს EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრი კითხვაზე როგორ აფასებენ ისინი მასწავლებელთა პრეტესტზე დადებულ შედეგებს, რა გაუჭირდათ მასწავლებლებს და რა აჩვენა ზოგადად უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდის საცდელმა ტესტირებამ.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ შედეგების შეფასება არამართებულია, რადგან “საცდელი ტესტირება სამუშაო პროცესის მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია, რის შემდეგაც მუშავდება საგამოცდო ტესტი”.
“საგამოცდო ინსტრუმენტი საცდელი ტესტირების ინსტრუმენტისგან დავალებების რაოდენობითაც განსხვავდება, მას არ აქვს განსაზღვრული ბარიერი. საცდელი ტესტირების შედეგად მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანია საგამოცდო ინსტრუმენტების მომზადებისა და დახვეწისათვის, ასევე იმისათვის, რომ ტესტი მაქსიმალურად რელევანტური იყოს იმ პოპულაციისთვის, რომელიც აპირებს გამოცდის ჩაბარებას. რაც შეეხება მონაწილეებს, ეს იყო მათთვის საუკეთესო შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ტესტური დავალებების ტიპებს. საცდელ ტესტირებაზე დაყრდნობით მათ შეუძლიათ უკეთესად დაგეგმონ გამოცდისათვის მომზადების პროცესი”, – გვპასუხობენ სოფიო გორგოძის უწყებაში.
ასეთი მიზეზის დასახელების მიუხედავად, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მასწავლებელთა ინტერესი ძალიან დიდია და ამას ადასტურებს როგორც EDU.ARIS.GE-ს რედაქციაში შემოსული კითხვები, ისე საგანმანათლებლო ინტერნეტგვერდებზე მიმდინარე მსჯელობა, რომელიც პრეტესტის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააქტიურდა და ამდენად, დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით ღია საუბარი არსებითია. გარდა ამისა, თუკი გამოცდების ცენტრის მიერ პრეტესტის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ ცხრილებს შევხედავთ, აქაც ნათლად ჩანს, რომ შედეგები არცთუ სახარბიელოა. მაქსიმალური მიღებული ქულა, რაც პრეტესტის შედეგად დაიწერა 44, 43, 42 და 40 ქულაა და ისიც წამყვანისა და მენტორის პრეტესტზე გასული 300 მონაწილიდან ძალიან ცოტამ მიიღო. ცხრილიდანვე ჩანს, რომ დაიწერა 8, 9 და 6 ქულაც კი.
საცდელი ტესტირების შედეგები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის
მაქსიმალური ქულა – 54;
საცდელი ტესტირების შედეგები წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდისათვის
მაქსიმალური ქულა – 60.
მას შემდეგ, რაც გამოცდების ცენტრმა ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა, წესით, უახლოეს მომავალში, გამოცდების მინიმალური ზღვარისა და მაქსიმალური ქულების დადგენა და მისი გამოქვეყნებაც უნდა მოხდეს.
ამავე თემაზე:
მენტორი მასწავლებლის გამოცდის პრეტესტზე გასული პედაგოგი დავალებების შინაარსსა და სირთულეზე საუბრობს
- მასწავლებლის გამოცდების შედეგები ყველა საგანში გამოქვეყნდა – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდების შედეგები დაწყებით საფეხურსა და ხუთ სხვა საგანში – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე