უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდების საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდებისათვის საცდელი ტესტირებების შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის 1200-მდე მსურველმა, ხოლო უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამსვლელმა 600-მდე პედაგოგმა.
„საცდელი ტესტირება მიზნად ისახავდა ტესტურ დავალებათა ფსიქომეტრიულ ანალიზს, რომლის შედეგადაც დგინდება თითოეული დავალების სირთულე და სხვა მონაცემები. ეს შედეგები მნიშვნელოვანია საგამოცდო ინსტრუმენტების მომზადებისა და დახვეწისათვის, ასევე იმისათვის, რომ ტესტი მაქსიმალურად რელევანტური იყოს იმ პოპულაციისათვის, რომელიც აპირებს გამოცდის ჩაბარებას“, – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.
საცდელი ტესტირების შედეგები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის
მაქსიმალური ქულა – 54;
საცდელი ტესტირების შედეგები წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდისათვის
მაქსიმალური ქულა – 60.
მას შემდეგ, რაც გამოცდების ცენტრმა ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა, წესით, უახლოეს მომავალში, გამოცდების მინიმალური ზღვარისა და მაქსიმალური ქულების დადგენა და მისი გამოქვეყნებაც უნდა მოხდეს.
ასევე იხილეთ:
მენტორი მასწავლებლის გამოცდის პრეტესტზე გასული პედაგოგი დავალებების შინაარსსა და სირთულეზე საუბრობს
რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ
-
როგორი ამინდი ელით ზაფხულის გამოცდების მონაწილეებს ივლისის თვეში – სინოპტიკოსების პროგნოზი
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილე საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებს
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
როგორ ავიღოთ მაქსიმალური ქულა VII-XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის გამოცდაზე – აუცილებელი რეკომენდაციები
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე