ნიღბის გამოყენების წესი ბავშვებისთვის
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბავშვთა მიერ სამედიცინო ნიღბების გამოყენების შესახებ წესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო რეკომენდაციის თანახმად, თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით მაღაზიებსა და აფთიაქებში უნდა გამოიყენებოდეს ნიღბები, თუმცა ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებსა და იმ ადამიანებზე, რომელთაც სუნთქვის გაძნელება აქვთ. ეს წესი განსაკუთრებით ხაზგასმით ეხება ქსოვილისგან დამზადებულ პირბადეებს.
„ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე მოზრდილებს. ბავშვს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში, თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს. ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია“, – წერს მაია ბუწაშვილი.
ინფექციონისტი აღნიშნავს რამდენიმე პროფილაქტიკური ხასიათის რეკომენდაციას მცირე ასაკის ბავშვებისათვის:
„ეტლით გასეირნებისას სასურველია ეტლს გადავაფაროთ. აღნიშნული რეკომენდაცია ისედაც არსებობდა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში სეირნობისას გამონაბოლქვის ჩასუნთქვის რისკის შესამცირებლად. მეძუძურმა დედებმა სასუნთქი გზების დაავადების თუნდაც მცირედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში, უნდა გამოიყენონ პირბადე ბავშვის კვებისას. გარედან სახლში შემოსვლისას ჯერ მოზრდილმა უნდა დაიბანოს ხელი და შემდეგ დაბანოს ბავშვს“, – ვკითხულობთ მაია ბუწაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ა.წ.
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები