GE

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ – როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის სწორად

დღეს მოსწავლეების მშობლებისთვის რჩევების არაერთ წყაროს შეხვდებით. თუმცა ჩვენ არ გავმეორდებით და ბავშვების სასკოლო ცხოვრების უცნობ ნიუანსებზე გესაუბრებით.

რჩევა №1 ნუ ეჩხხუბებით ბავშვებს პირველი ცუდი ნიშნის მიღებისთანავე

გახსოვდეთ, ბავშვებს მოზარდებთან შედარებით, ცხოვრების ახალი რეჟიმის შეგუებისთვის მეტი დრო ჭირდებათ. ზაფხულის არდადეგების შემდეგ სასკოლო ცხოვრების რიტმზე კონცენტრაციის, ყურადღებისა და პასუხისმგებლობის აღდგენას გარკვეული დრო ჭირდება. აუცილებელია რომ ეს ნიუანსი არა მხოლოდ მშობელმა, არამედ მასწავლებელმაც გაითვალისწინოს და პირველ სასწავლო კვირაში მოსწავლეებისთვის ცუდი ნიშნის დაწერისგან თავი შეიკავოს.

რჩევა №2 საკამათო საკითხია, თუ რამდენ ხანს უნდა დაისვენოს მოსწავლემ სასკოლო გაკვეთილების შემდეგ

თითოეულ ჩვენგანს ბავშვობაში გაკვეთილების შემდეგ 30-40 წუთიანი შესვენების უფლებას გვაძლევდნენ, შემდეგ კი საშინაო დავალების შესრულების დაწყებას გვთხოვდნენ. ჩვენ მშობლებს ამ საკითხთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ, ვინაიდან ამ შემთხვევაში 1–საათიანი შესვენებაც კი არ არის საკმარისი. თანამედროვე მედიცინის თვალსაზრისით, გაკვეთილების შემდეგ მოსწავლე სულ მცირე 2–საათიან განტვირთვას საჭიროებს.  თუმცა არც უფრო ხანგრძლივი შესვენების გაკეთება ღირს. დადგენილია, რომ ძალიან დიდი შესვენების შემდეგ ადამიანი მუშაობისგან უფრო სწარაფად იღლება. ამავე მიზეზით, ნუ მიაჩვევთ ბავშვებს საშინაო დავალების საღამოს შესრულებას.

რჩევა №3 ბავშვებთან მუშაობისა და დასვენების სწორად გადანაწილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ეს მოსაზრება ეჭვგარეშეა და კამათს არ ექვემდებარება. თუმცა ასევე საინტერესოა, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის დასვენება სასკოლო გაკვეთილებსა და საშინაო დავალების შესრულებას შორის. ამბობენ, რომ დასვენება აქტიური უნდა იყოს. იდეაში ეს სწორი მოსაზრებაა, თუმცა ყოველთვის არა. ყველაფერი ბავშვზეა დამოკიდებული. თუ ის ჰიპერაქტიურია გაკვეთილებს შორის შესვენებაზეც და სახლისკენ მიმავალ გზაზეც ხტუნვა-თამაშით იჯერებს თავს, მაშინ სახლში მისვლისთანავე მოუწყვეთ მას ,,მშვიდი“ დასვენება.

რჩევა № 4 სპეციალურად პირველკლასელი მოსწავლეების მშობლებისთვის

სკოლის დაწყებისთანავე ბავშვები  მართლწერის შესწავლას იწყებენ. შესაბამისად, აქტიურად მუშაობენ აქამდე მოდუნებული კუნთები, რაც თავის მხრივ მათ ტონუსსა და სახსრების ანთების პროცესსაც კი იწვევს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში. ფიზიოლოგების აზრით, იმისათვის რომ მარჯვენა ხელმა უფრო სწრაფად დაისვენოს, აქტიურად უნდა დაიტვირთოს მარცხენა, ან პირიქით. სხეულის ერთი მხარის დატვირთვის დროს მეორე მხარე აქტიურად ისვენებს და დუნდება. ამიტომ, 10-15 წუთიანი წერის შემდეგ, ბავშვს მეორე ხელში რეზინის ბურთი ან რკალი უნდა მისცეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში მისი მოჭერა და გაშვება დაავალოთ. სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლების საყურადღებოდ: მთელი კლასისთვის რეზინის რკალი შეიძინეთ და შეუთანხმდით მასწავლებელს, რომ ბავშვებს ეს ვარჯიში სისტემატიურად გააკეთებინოს.

რჩევა № 5 კვლავ შესვენებას ეხება

დასვენების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხერხი არის ძილი. ეს თვალსაზრისი ოდითგანვე მოდის. ამჟამად კი დადგინდა, რომ ყველა ორგანო ძილის დროს განაგრძობს მუშაობას. ნამდვილი მიზეზი კი, რის გამოც ბუნებამ ადამიანს ყოველდღიური ძილი დაუდგინა, დღემდე უცნობია. მეცნიერები ამჟამად  „დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გადამუშავების“ ვერსიას ამოწმებენ. თუმცა ყველაზე საყურადღებოა, რომ ყველა მშობელმა ძილის მნიშვნელობა კარგად გაიაზროს და შვილის ძილის რეჟიმს განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდოს. პირველ რიგში საჭიროა მკაცრად განსაზღვრულ დროს და საჭირო ხანგრძლივობით დაძინება. ამ საკითხში მშობელი არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდეს. თუ ჩვენ არ ვიცით ძილის რეალური მიზეზი, არც მისი დეფიცით მიყენებულ ზარალზე შეგვიძლია ფიქრი. სხვათა შორის ეს რჩევა მშობლებმა საკუთარ თავზეც უნდა გამოიყენონ.

რჩევა №6 სპეციალურად იმ მშობლებისთვის, რომლებიც თავიანს შვილებს ძილის დროს სანათს ურთავენ

ეს კატეგორიულად აკრძალულია, ვინაიდან ზრდის ჰორმონი ორგანიზმში მხოლოდ სიბნელეში გამომუშავდება. მას ბავშვების ზრდის გარდა ბევრი სხვა დადებითი მახასიათებელი აქვს, ამიტომ სანათი საძინებლებიდან  სასწრაფოდ უნდა გაიტანოთ!

რჩევა № 7

იდეაში, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რეკომენდაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. თითოეული მოსწავლის მშობლისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ზუსტი რეჟიმის ჩამოყალიბება და დაცვა. ის მკაცრად უნდა იყოს  განსაზღვრული. ყველაფერი კონკრეტულ დროს უნდა კეთდებოდეს: სამუშაო, დასვენება, ძილი, საკვების მიღება, ჰიგიენური პროცედურები, ჰობი, ფიზიკური დატვირთვა, კომპიუტერი. სწორი რეჟიმის დაცვა ჯანმრთელობის, კარგი სწავლისა და ფიზიკური განვითარების საწინდარია.

რა უნდა შეეძლოს ბავშვს სკოლაში წასვლამდე – ექიმი–თერაპევტის რჩევები მშობლებს

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური