GE
12 მარტი, 2025 11:26

სკოლაში „პოლიგლოტი“ დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სკოლა „პოლიგლოტ“-ის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, მანანა ჭანტურიძესთან ერთად მშობლებს დედის დღე მიულოცეს. დადგეს სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!” “იავნანა” ხომ დედაშვილობის ჰიმნია, დედისა და შვილის უანგარო სიყვარულის ამოძახილი.

ბავშვებმა სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. მონაწილეებმა სპექტაკლზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს – იცეკვეს, იმღერეს. ღონისძიებაში მშობლებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავიანთ შვილებთან ერთად იმღერეს.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის მანანა ჭანტურიძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა მუსიკის მასწავლებელ, ანი ზაზაშვილს და ხელოვნების მასწავლებელ, სოფიო ლიჩელს გაწეული დახმარებისთვის. სკოლა გამოჰყოფს, მშობლების აქტიურ ჩართულობასა და გვერდში დგომა.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში